Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩვენ იმობილეს ალტერნატივა არ გვყავს“

მაურიციო სარიმ იუვენტუსთან მარცის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გუნდმა გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ ამ სიტუაციაში შეგვეძლო. ჩვენ თამაშში ბოლო წუთამდე ვრჩებოდი და ქულის მოპოვებისთვის ვიბრძოდით, თუმცა მოედნის მესამე ნაწილში სიზუსტე და სიმწვავე გვაკლდა.

„იუვენტუსმა თავის დაცვა ძალიან კარგად მოახერხა. მათ ბურთის უკან 7-8 ფეხბურთელი ყოველთვის ჰყავდათ და ჩვენ შანსების შექმნის საშუალებას ფაქტობრივად არ გვეძლეოდა.

„სამწუხაროდ ლაციოს იმობილეს ალტერნატივა არ ჰყავს და მისი არყოფნა დღეს ძალიან გვეტყობოდა. შეცვალო ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 40 გოლი გააქვს, უბრალოდ წარმოუდგენელია.

„რას ვიტყვი 11-მეტრიანებზე ? პირველ ეპიზოდში მსაჯმა თავიდან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელცი შემდეგ შეცვალა. მონიტორზე გაყინული სურათით მომენტს ვერ განსჯი.

„იუვეს ქომაგების სტვენა ჩემს მიმართ ? ეს მე არ მაინტერესებს. მე დიდებულ იუვეში დიდებულ ფეხბურთელებს ვწვრთნიდი, ყველაფერი აქ მთავრდება, იუვეს ქომაგები არ მადარდებს.”