Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩვენ მატჩების გადარჩენა არ უნდა გვჭირდებოდეს“

ლაციოს თავკაცმა მაურიციო სარიმ უდინეზესთან მატჩის შემდეგნ, რომელიც ფრედ 4-4 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

ლაციომ პირველი ტაიმი 3-1 დათმო, მეორე ტაიმში კი წინ გასვლაც მოახერხა, თუმცა უდინეზემ ბოლო წამდე გოლის გატანა შეძლო და რომიდან ქულა წაიღო.

„ჩვენ ბოლო გოლი გავუშვით ჯარიმის შემდეგ, რომელიც შეცდომით იყო დანიშნული, რადგან სოპიმ თამაშის წესები აშკარად დაარღვია.

„ჩვენ ძალიან ქაოტური პირველი ნახევარი ჩავატარეთ, ვფიქრობ, რომ ნაპოლისთან უმძიმესი მარცხი ჯერ კიდევ გვახსენებს თავს. მეორე ტაიმში კი გუნდმა ხასიათი გამოავლინა და რომ არა მსაჯის შეცდომა, ჩვენ გავიმარჯვებდით კიდეც.

„ამ მატჩში მე ლაციოს მხრიდან როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ასპექტები დავინახე. მეორე ნახევარში გუნდის რეაქცია მომეწონა, თუმცა ყოველ ჯერზე მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ უნდა მივცეთ, რო მშემდეგ შეხვედრის გადარჩენა დაგვჭირდეს.

„ლაციო მოედანზე მეტი ყურადღებით, მეტი კონცენტრაციით უნდა გავიდეს, რაც უფრო სტაბილურად თამაშის საშუალებას მოგვცემს.

„ჩვენ გვაქვს მომენტები, როდესაც გუნდურად ვთამაშობთ და ასეთ დროს გუნდი შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ სამწუხაროდ ეს სტაბილურად არ ხდება. ჩვენ დაცვაში ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს მხოლოდ მცველების ბრალი არ არის. როდესაც გუნდი კონტრ-შეტევაზე გოლს უშვებს, ეს იმის ბრალია, რომ ნახევარმცველები სწორ პასებს ვერ აკეთებენ.“