Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სარი:“ ჩირომ ტრავმა მოირჩინა, იუვესთან ერთად მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე“

მაურიციო სარიმ იუვენტუსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მაურიციო სარის პირველ რიგში მისი სიტყვების შესახებ ჰკითხეს, რომელმაც იუვენტუსის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ტურინელთა იმდროინდელი შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელი იყო.

„მე ასეთი რამ სახალხოდ არასოდეს მითქვამს, ეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე იუვენტუსში უმნიშვნელოვანესი ტიტული მოვიგე, რაც 20-წლიანი მუშაობის შემდეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„იუვენტუსში მისვლა რთულ მომენტში მომიწია, მათ ზედიზედ 8 სკუდეტო ჰქონდათ მოგებული და გამარჯვებას გუნდის ქომაგები გარანტირებულად მიიჩნევდნენ, მაგრამ პანდემიის გამო ეს ძალიან რთულ ისეზონი იყო.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, იუვენტუსმა არც თუ ისე კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათ ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, ამიტომ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება.

„იმობილე ? მან ტრავმა დაამარცხა, თუმცა მცირე რისკის ფაქტორი ჯერ კიდევ არსებობს. ითამაშებს თუ არა ჩირო იუვეს წინააღმდეგ ეს მისი და სამედიცინო შტაბის გადასაწყვეტია.

„ლუის ალბერტო ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დამთხვევა არ არის, რომ როდესაც ალბერტო მაღალ დონეზე თამაშობს, ეს გუნდზეც დადებითად აისახება. ჩვენ გუნდის აშენება სავიჩისა და ალბერტოს გარშემო გვსურს. გზა მარტივი არ იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ რთლი მომენტი ჩვენ უკან მოვიტოვეთ.“