Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასამართლომ ლაციოს აპელაცია უარით გაისტუმრა

სპორტულმა სასამართლომ ლაციოს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ტორინოსთან გადადებული მატჩი ბიანკოჩელესტის ტექნიკური გამარჯვებით დასრულებულიყო, უარით გაისტუმრა და მატჩი გეგმის მიხედვით, 18 მაისს გაიმართება.

აღნიშნული მატჩი ჯერ კიდევ მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ ტორინომ კორონა ვირუსის გამო რომში გამგზავრება ვერ მოახერხა და ლაციოს მიაჩნდა, რომ მათ 3 – 0 გამარჯვება და 3 ქულა უნდა ჩათვლოდათ, თუმცა სპორტულმა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.