Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასიამოვნო ინფორმაცია ინტერის ლაზარეთიდან

ნერაძური, რომელიც სერია ა-ში გალიდერდა და ზამთრის ჩემპიონობას გეგმავს, სალერნიტანასთან მატჩისთვის ემზადება და სიმონე ინძაგის გუნდს ლაზარეთიდან მატეო დარმიანი და ანდრეა რანოკია დაუბრუნდნენ.

Tuttosport-ის ინფორამციით, ორივე მათგანმა ტრავმები დაამარცხეს, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს და მწვრთნელის განკარგულებაში არიან.

ხოაკინ კორეას რაც შეეხება, არგენტინელი ფორვარდი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტუკუმ 2021 წელს თამაში მოახერხოს.