Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასიამოვნო ინფორმაცია იუვეს ლაზარეთიდან

ტურინის იუვენტუსის ლაზარეთიდან სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. დღეს გუნდის ლიდერმა პაულო დიბალამ იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, რომლებიც სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობას არ იღებენ.

გუნდთან ერთად ივარჯიშეს არტურმა და კაიო ჟორჟემ, რომლებმაც ტრავმები საბოლოოდ მოიშუშეს და მზად არიან ბიანკონერის დაეხმარონ.

ტურინელები სანაკრებო პაუზის დროს 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რომ ფეხბურთელებს ფორმის დაბრუნებაშ დაეხმარონ, თუმცა სამწუხაროდ ალვარო მორატა ჯერჯერობით მოედანზე დასაბრუნებლად მზად არ არის და შესაძლოა მან ნოემბრის დასაწყისამდე ვერ ითამაშოს.