Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასიამოვნო ინფორმაცია რომას ლაზარეთიდან

ლორენცო პელეგრინიმ და მარაშ კუმბულამ ტრავმები მოირჩინეს და დღეს მათ გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიში მოახერხეს, რაც რთული კალენდრის წინ მოურინიოსთვის შესანიშნავი ამბავია.

ჯალოროსი სერია ა-ს მომდევნო ტურში ჯენოას დაუპირისპირდება და 2-მატჩიანი წაგებების სერიის დასრულებას შეეცდება, ამიტომ ლორენცო პელეგრინის მწყობრში ყოლა, რომელიც მიმდინარე სეზონში ჯალოროსის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია, მნიშვნელოვანი სიახლეა.