Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლომ ინტერს, მილანს და იუვენტუსს სკამაკას ფასი შეუთვალა

გასული კვირეების განმავლობაში, სასუოლოს იტალიელი ფორვარდი ჯანლუკა სკამაკა იუვენტუსს, ინტერს და მილანს არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა 22 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება იაფი არც ერთ მათგანს არ დაუჯდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნეროვერდი სკამაკას გაშვებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებს და დაინტერესებულ მხარეებს მის გასაფორმებლად მოცდა ზაფხულამდე მოუწევთ.

წყაროს ცნობით, სკამაკას სანაცვლოდ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ნეროვერდი 40 მილიონ ევროს ითხოვს და მისდამი გაზრდილი ინტერესის ფონზე იმედი აქვს, რომ ამ თანხას რომელიმე მხარე გადაიხდის…