Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სასუოლომ იუვენტუსის სამიზნეს ფასი დაადო

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანუელ ლოკატელის იუვენტუსს ძალიან ხშირად უკავშირებდნენ, თუმცა ბიანკონერიმ ფინანსური სირთულეების გამო ფეხბურთელის გაფორმება ვერ მოახერხა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ანდრეა პირლო ლოკატელის დიდი გულშემატკივარი და ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სურვილია, ამიტომ იუვენტუსი ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდება.

22 წლის ასაკში ის სასუოლოს ლიდერი გახლავთ და ნეროვერდის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ამიტომ დე ზერბის გუნდს მის სანაცვლოდ არც მეტი, არც ნაკლები 40 მილიონი ევროს მიღება სურს.

ზაფხულამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი და თუ პანდემიამ გადაიარა და გუნდების შემოსავალი დარეგულირდა, ტურინელებს ამ თანხის გადახდის პრობლემა არ ექნებათ.