Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი გომესის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ პაპუ გომესსა და გასპერინის შორის მომხდარი კონფლიქტის გამო ბერგამოელთა კაპიტანი გუნდის დატოვებას აპირებს და ხელმძღვანელობას სთხოვს, რომ ის იანვარში უფასოდ გაუშვას.

Tuttosport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერი და მილანი, სხვა რამდენიმე ევროპულ გრანდთან ერთად, 32 წლის ფეხბურთელის გაფორმებას განიხილავდნენ.

Calciomercato-მ მილანის ინტერესი დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ მალდინი და მასარა ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას უახლოეს კვირეებში დაიწყებენ. წყაროს ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ატალანტამ კაპიტანი უფასოდ გაუშვას, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მის სანაცვლოდ 10-15 მილიონზე მეტს ვერ მოითხოვენ.