Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლომ ლოკატელი განაცხადს მიღმა დატოვა…

ცოტა ხნის წინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იუვენტუსი და სასუოლო მანუელ ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან და ამის დასტურად სასუოლომ იტალიელი ნახევარმცველი ვინჩენცასთან ამხანაგურ მატჩში განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის სასუოლოს ფეხბურთელის სანაცვლოდ საერთო ჯამში 35 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ნეროვერდის მოთხოვნილ 40 მილიონთან საკმაოდ ახლოს არის და დიდი ალბათობით ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება.

არ არის გამორიცხული, რომ იუვენტუსის შეთავაზებულსა და სასუოლოს მოთხოვნილ თანხებს შორის სხვაობა კონტრაქტში ჩადებული პუნქტით აღმოიფხვრას, რომლის მიხედვითაც სასუოლოს ფეხბურთელის მომავალში შესაძლო გაყიდვის შემთხვევაში გარკვეული პროცენტი ჩაერიცხება.