სასუოლომ მილანის და ლაციოს სატრანსფერო სამიზნეს ფასი დაადო
იტალიური მედიის ინფორმაციით, სასუოლო მზად არის დომინიკო ბერარდი, რომელსაც მილანს, ლაციოს, ლივერპულს და ლესტერს უკავშირებენ, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.
მარჯვენა ვინგერმა, რომელიც აგვისტოში 27 წლის ხდება, ნეროვერდის რიგებში ჩატარებული კიდევ ერთი პროდუქტიუილი სეზონის შემდეგ, კარგ თამაშს იტალიის ნაკრებშიც აგრძელებს
ბერარდის კონტრაქტი სასუოლოსთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, მიტომ ნეროვერდი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, ამიტომ ლაციოს და მილანს ფეხბურთელის დამატების კარგი შანსი ექნებათ.