Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლომ მილანის, ინტერის და იუვეს სამიზნეს ფასი დაადო

სასუოლოს საკუთრებაში მყოფი ჯანლუკა სკამაკა, რომელსაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან მოყოლებული იუვენტუსს, ინტერს და მილანს უკავშირებენ, 25 მილიონ ევროდ იქნება ხელმისაწვდომი.

22 წლის ფორვარდი ამჯერად ჯენოას რიგებში იაჯრის წესით იმყოფება და 21 მატჩში 5 გოლის გატანაც მოახერხა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სკამაკა ამ ეტაპისთვის არც ერთი გუნდის პრიორიტეტული ვარიანტი არ არის, თუმცა ის შეტევის გაძლიერების შედარებით იაფ ვარიანტად რჩება და არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე იტალიურმა გრანდმა აღნიშნული თანხის გადახდა ზაფხულში მოისურვოს.