Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლოს დირექტორი:“ იმედი მაქვს, რომ ლოკატელი იტალიაში დარჩება“

სასუოლოს ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის სახელს იუვენტუსს, მანჩესტერ სიტის და სხვა რამდენიმე გრანდს უკავშირებენ და ფეხბურთელის მომავალზე ნეროვერდის გენერალურმა დირექტორმა ჯოვანო კარნევალიმ ისაუბრა.

„ლოკატელის ტრანსფერზე რამდენიმე გუნდმა უკვე მოგვმართა. ის შესანიშნავი და უნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც თავის შესაძლებლობებს ამ სეზონშიც ამტკიცებს და მის მიმართ ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის.

„მისი გაფორმების მცდელობა ადრეც იყო, მაგრამ ეკონომიკური უთანხმოების გამო მანუელი ჩვენთან დარჩა. დარწმუნებული ვარ, რომ მის გაფორმებას ზაფხულში არაერთი გუნდი ეცდება და იმედი მაქვს, რომ თუ ის სასუოლოს დატოვებს, ლოკატელი რომელიმე იტალიურ გუნდს აირჩევს, რადგან სერია ა-ს მისნაირი ახალგაზრდა ტალანტები ნამდვილად სჭირდება.“