Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სასუოლოს დირექტორი:“ იმედი მაქვს, ლოკატელის და ბოგას შენარჩუნებას შევძლებთ“

სასუოლოს გენერალური დირექტორის, ჯოვანი კარნევალის თქმით, გუნდი მანუელ ლოკატელისა და ჯერემი ბოგას გასხვისებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

მილანის ყოფილი ფეხბურთელი – 22 წლის ლოკატელი, რომელსაც შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა, იუვენტუსის და ინტერის სატრანსფერო სამიზნეა.

ლოკატელის გარდა, მსურველთა რიგი უდგას ჯერემი ბოგასაც, რომლის შეძენა ნაპოლის, ინტერს და სხვა უცხოურ გრანდებს სურთ.

„ბოგას და ლოკატელის გუნდიდან წასვლას არ გამოვრიცხავ. ისინი უდიდესი ნიჭის პატრონები არიან და გასაკვირი არ არის, რომ მათი შეძენა იტალიის და ევროპის უძლიერეს გუნდებს სურთ, თუმცა თუ ფეხბურთელებმა თავად არ მოითხოვეს და გუნდს მათი გაყიდვის საჭიროება არ შეემქნა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი სასუოლოში დარჩებიან.“


Leave a Reply

Your email address will not be published.