Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლოს დირექტორმა ბერარდის მომავალზე ისაუბრა

სასუოლოს დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ იტალიურ მედიაში გავრცელებული ხმები, რომ ფიორენტინა იტალიელი ვინგერის ტრანსფერზე მუშაობს, დაადასტურა.

„ფიორენტინამ ჩვენ წინადადებით მართლაც მოგვმართა, მაგრამ ბერარდი სასუოლოსთვის ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომლის გაყიდვასაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არანაირი თანხის სანაცვლოდ არ ვაპირებთ.

„ზაფხულში კი წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ, თუმცა თუ მიღებული შეთავაზებები ფიორენტინას მსგავსი იქნება, ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ.“

27 წლის ბერარდის სასუოლოს რიგებში 302 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 111 გოლი გახლავთ.