Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლოს დირექტორმა ლოკატელის მომავალზე ისაუბრა

ნეროვერდის დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნის მანუელ ლოკატელის შესახებ ისაუბრა.

„იუვენტუსმა ლოკატელის თაობაზე გარკვეული სვლები მართლაც გააკეთა, თუმცა მათ გარდა ლოკატელის გაფორმებით რამდენიმე უცხოური გუნდი ინტერესდება.

„ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ, თუმცა ფაქტია, რომ მანუელის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. სასუოლოს ფეხბურთელების გაყიდვა არ სჭირდება, მაგრამ ლოკატელის სურვილს წინ არ აღვუდგებით.

„ჩვენ როგორც ლოკატელის, ასევე ბოგას ტრანსფერზე მიღებულ წინადადებებს განვიხილავთ.“

გათიშვა