Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლოს დირექტორმა ლოკატელის თაობაზე ისაუბრა

იუვენტუსსა და სასუოლოს შორის მანუელ ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და ახალგაზრდა იტალიელის შესახებ კომენტარი ნეროვერდის დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ გააკეთა.

„ჩვენ ლოკატელის შესახებ მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატი დასრულდება. სასუოლომ მანუელის სანაცვლოდ არაერთი მნიშვნელოვანი წინადადება მიიღო. ჩვენ იუვენტუსს უკვე შევხვდით და შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებებს მომდევნო კვირას გავაგრძელებთ.“