სასუოლოს დირექტორმა სკამაკას მომავალზე ისაუბრა
სასუოლოს დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას თაობაზე კომენტარი გააკეთა.
23 წლის ფეხბურთელს გასული კვირეების განმავლობაში პსჟ-ს უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო საათებში ვესტ ჰემი გააქტიურდა და როგორც ჩანს, ინგლისელები მის გაფორმებასთან ახლოს არიან.
„ჯერჯერობით სკამაკას თაობაზე შეთანხმება არც ერთ გუნდთან არ არსებობს. ვესტ ჰემი ჩვენ მის სანაცვლოდ 40, პსჟ კი 35 მილიონს გვთავაზობს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერი არ არის.
„სასუოლოს ფეხბურთელების გაყიდვის საჭიროება არ აქვს, ამიტომ თუ შესაბამის წინადადებას არ მივიღებთ, ჩვენ ჩვენს ვარსკვლავებს არ გავყიდით.“
იტალიური წყაროების ცნობით, სასუოლო სკამაკას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.