Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლოს იტალიანო ჩაიბარებს ?

რობერტო დე ძერბიმ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ის სასუოლოს დატოვებს და ნეროვერდი მის შემცვლელს უკვე ეძებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, სასუოლოს დიდი ალბათობით ვინჩენცო იტალიანო ჩაიბარებს, რომელმაც სპეციას სერია ა-ში ადგილი შეუნარჩუნა.

43 წლის იტალიელი სპეციალისტის სახელს ნაპოლისაც უკავშირებენ, თუმცა წყაროს ცნობით ის ნეროვერდის ჩაბარებასთან უფრო ახლოს არის.