Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლოს კიდევ ერთი უარი ინტერს…

ინტერი სასუოლოს ახალგაზრდა ფორვარდის ჯაკომო რასპადორის ტრასნფერზე მუშაობას განაგრძობს, მაგრამ ნეროვერდის გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ კდიევ ერთხელ განაცხადა, რომ ფეხბურთელი არ იყიდება.

„მე უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ რასპადორი ჩვენი ახალგაზრდული გუნდის პროდუქტია, რომელიც არ იყიდება. სატრანსფერო ფანჯარაზე რა მოხდება არავინ იცის, ჩვენ შესაძლოა მის სანაცვლოდ ხვალ წარმოუდგენელი წინადადება მივიღოთ, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ დღეისათვის ის არ იყიდება და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჯაკომო მომდევნო სეზონშიც ჩვენთან დარჩება.“