Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სასუოლოს პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ ჩაიშალა სკამაკას იუვეში ტრანსფერი

სატრანსფერო ფანჯრის დაწყებიდან იუვენტუსს არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს და მათ შორის ყველაზე რეალურ ვარიანტად ჯანლუკა სკამაკას მოიაზრებდნენ, თუმცა ფანჯარა დაიხურა ისე, რომ იუვემ ფეხბურთელი არ დაიმატა.

სასუოლოს გენერალურმა დირექტორმა იუვეს ინტერესი სკამაკას მიმართ დაადასტურა და დაასახელა მიზეზი, თუ რის გამო ჩაიშალა მისი ტრანსფერი.

„იუვენტუსს ჯანლუკას გაფორმება მართლაც სურდათ და ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, თუმცა ტურინელებს მისი გაფორმება იჯარით სურდათ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ჩვენ კი ფეხბურთელის გაყიდვა საბოლოოდ გვსურდა, ამიტომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.“