Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლო იუვენტუსის, ინტერის და მილანის სამიზნეს იანვარში არ გაასხვისებს

ბოლო კვირეებში იტალიურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სახელი სასუოლოს ფორვარდი ჯანლუკა სკამაკა იყო, თუმცა როგორც ჩანს დაინტერესებული მხარეები მის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერ მოახერხებენ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, სასუოლო იანვარში სკამაკას გაყიდვას არანაირი წინადადების სანაცვლოდ არ აპირებს, თუმცა ზაფხულში ნეროვერდი მიღებულ წინადადებებს აუცილებლად განიხილავს და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, 22 წლის იტალიელი ფორვარდი სასუოლოს რიგებს დატოვებს.