Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლო იუვეში ლოკატელის იჯარით გაშვებას დათანხმდა…

იუვენტუსი და სასუოლო მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და Calciomercato-ს ინფორამციით, ნეროვერდი იტალიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდა.

წყაროს ინფორმაციით, სასუოლო მზად არის ლოკატელი 2-წლიანი იჯარით გაუშვას, შემდგომში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის გარანტიით, რასაც ბონუსების სახით 10 მილიონი ევრო დაემატება, საიდანაც 5 მილიონი ადვილად მისაღწევი ბონუსები იქნება, დანარჩენი კი გაცილებით რთული შესასრულებელი.

მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე შედგება და არ არის გამორიცხული, რომ იუვენტუსმა ლოკატელის ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმოს.