Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლო ლოკატელის კიეზას ფორმულით გაყიდვის წინააღმდეგია

იუვენტუსი და სასუოლო მანუელ ლოკატელის ტრანსფერის ფორმულის ძიებას განაგრძობენ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს და იტალიური მედიის ცნობით, ნეროვერდიმ იუვენტუსს ბოლოს შეთავაზებულ წინადადებაზე უარი უთხრა.

ბიანკონერის მანუელ ლოკატელის გაფორმება ფედერიკო კიეზას ფორმულით სურდა: ფეხბურთელის იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, თანხას კი იუვე რამდენიმე სეზონზე გადაანაწილებდა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, სასუოლო ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მას მოთხოვნილი 40 მილიონის მიღება სეზონის დასრულებისთანავე სურს და რამდენიმე სეზონზე გადანაწილებას არ აპირებს.