Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლო ლოკატელის ტრანსფერში დრაგუშინის ჩართვას ითხოვს

იუვენტუსი და სასუოლო მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და ბიანკონერი ცდილობს, რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვით სასუოლოს მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო შეამციროს.

იტალიურ მედიაში ფაჯიოლის და ფრაბოტას სახელი იწერებოდა, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, ნეროვერდი ტრანსფერში 19 წლის რუმინელი ცენტრალური მცველის რადუ დრაგუშინის ჩართვას ითხოვს.

დრაგუშინმა იუვენტუსთან კონტრაქტი ახლახანს, 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, თუმცა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იუვე შესაძლოა მის გაშვებას დათანხმდეს, თუ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩაიდება.