Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სასუოლო მზად არის ბერარდი ზამთარში გაყიდოს, თუმცა…

იტალიური წყაროების ცნობით, სასუოლო მზად არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დომენიკო ბერარდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისოს, თუმცა მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ბერარდის სახელს ბოლო პერიოდში ფიორენტინას უკავშრებდნენ, თუმცა მხარეებს შორის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და როგორც იწერება, იებმა ლილის ფეხბურთელის ჯონათან იკონეს ტრანსფერი შეათანხმეს.

ბერარდის გაფორმების სურვილი ზაფხულში მილანმაც გამოთქვა, მაგრამ რამედნად მოისურვებს როსონერი 27 წლის ფეხბურთელში 30 მილიონის გადახდას, რთული საკითხია…