Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სატრანსფერო სამკუთხედი სერია ა-ში…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ატალანტა და ტოტენჰემი კრისტიან რომეროს ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, რაც ერთგვარ სატრანსფერო დომინოს ეფექტს გამოიწვევს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტოტენჰემი მზად არის ატალანტას მოთხოვნილი 50-55 მილიონი ევრო გადაუხადოს, მისი ინგლისში გადაბარგების შემდეგ კი გასპერინის მთავარი სამიზნე რომეროს შემცვლელად თურქი ცენტრალური მცველი მერიჰ დემირალი იქნება, რომლის სანაცვლოდ იუვე 35-40 მილიონ ევროს ითხოვს, მიღებულ თანხას კი ბიანკონერი სასუოლოდან მანუელ ლოკატელის ტრანსფერისთვის გამოიყენებს.