Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში რომა 3 ფეხბურთელს დაიმატებს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, კრის სმოლინგის რომაში ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა და ფეხბურთელი ჯალოროსის უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. სმოლინგი რომასთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში მისი ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება, გუნდს მისი გაფორმება 15 მილიონი დაუჯდება.

რომა მანჩესტერიდან სმოლინგის გარდა კიდევ ერთ მცველს, 22 წლის ფოსუ მენსაჰს გაიფორმებს, რომელიც ჯალოროსის იჯარის წესით შეუერთდება.

მესამე კი მადრიდის რეალის 23 წლის ფორვარდი, ბორხა მოირალია, რომელიც რომში სულ ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. ჯალოროსი ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით და საერთო ჯამში მადრიდის რეალს 7 მილიონს გადაუხდის.