Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საუთგეიტი:“ კიელინი და ბონუჩი ნამდვილი გლადიატორები არიან…“

ინგლისის ნაკრების თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა, რომლის გუნდიც ნახევარფინალში დანიას დაუპირისპირდება, ფინალში მის პოტენციურ მეტოქეზე იტალიაზე ისაუბრა.

„იტალიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ისინი უკვე 2 წელია შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობენ. რობერტომ ნაკრებში დიდებული სამუშაო გაატარა, რაც გუნდის ტაქტიკურ და ფიზიკურ მომზადებაზე კარგად აისახება.

„ისინი ბევრ გოლს იტანენ და ძალიან ცოტას უშვებენ, რაც დიდწილად გუნდის ორი გლადიატორის ჯორჯო კიელინის და ლეო ბონუჩის დამსახურებაა, რომლებსაც ზურგს წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება უმაგრებთ.“