Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საფრანგეთის ნაკრების კრახი ჟირუს მილანში ტრანსფერს დააჩქარებს

გუშინ ევროპის ჩემპიონატზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა და შვეიცარიამ ტურნირის უდაო ფავირიტი საფრანგეთი ტურნირს გამოთიშა, რაც მილანისთვის შესაძლოა პოზიტიური სიახლე აღმოჩნდეს.

MilanNews-ის ინფორმაციით, ახლა ჟირუს შეეძლება, რომ თავის აგენტთან ერთად ჩელსის წარმომადგენლებს შეხვდეს და ლურჯებთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დააჩქაროს.

შეგახსენებთ, რომ მილანი და ჟირუ 2-წლიან კონტრაქტზე უკვე რამდენიმე კვირაა შეთანხმებულები არიან, რომლის მიხედვითაც ფრანგი ფორვარდი როსონერის რიგებში 2 წელი დარჩება, მაგრამ მილანს მისი დამატება უფასოდ სურს და ამისთვის მხარეებს ჩელსის თანხმობა სჭირდებათ.