Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სებასტიანო როსი:“ იბრაჰიმოვიჩი ? ჩემს კაპიტანს მეც დავიცავდი“

Sport, Football, pic: 8th November 1998, Italian League Serie A, Sebastiano Rossi, AC, Milan goalkeeper (Photo by Bob Thomas Sports Photography via Getty Images)

როსონერის ყოფილი კარის დარაჯი სებასტიანო როსი ლუკაკუ – იბრას ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანს ისიც დაიცავდა.

„ასეთი ინციდენტები არც თუ ისე კარგი სანახავია, თუმცა მოედანზე ძალიან ხშირად ხდება. მსაჯი უფრო ადრე უნდა ჩარეულიყო, თუმცა ეს არ გააკეთა და სიტუაცია უფრო დაიძაბა. ჩემი აზრით, ორივე ფეხბურთელი მოედნიდან უნდა გაეძევებინა.

„რასისტული განცხადებები ? მე ამ თემაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ყველამ იცის, რომ იბრა მთელი მილანისთვის მისაბაძი მაგალითია და ის ამ სიტუაციაში რომანიოლის დაცვის მიზნით ჩაერია. კაპიტნის დასაცავად მეც ასე მოვიქცეოდი.

„საბოლოო ჯამში ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა. ინდივიდუალურ დონეზე ალბათ ნერაძურის მილანზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა როსონერის მთავარი სიძლიერე გუნდურობაშია. მართალია კოპა იტალიას გამოვეთიშეთ, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის.“