Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სეზარი:“ ინტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჟულიო სეზარმა შახტართან მოახლოებულ მატჩსა და ნერაძურის ამბიციებზე ისაუბრა.

„ეს ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ მეორე ტურია, ამიტომ ამ მატჩს გადამწყვეტს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ამ ტურნირზე უმნიშვნელო შეხვედრები არ არსებობს. მე მხვდა წილად პატივი, რომ სან სიროზე რეალის წინააღმდეგ მატჩი მენახა და გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჯგუფიდან გასვლა არ გაგვიჭირდება.

„ჯეკო-ლაუტაროს დუეტი ? როდესაც ინტერმა ლუკაკუ გაყიდა, ქომაგები ძალიან ღელავდნენ, მაგრამ მათ, ვინც ფეხბურთი იცის, ჯეკოს შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. ბოსნიელი დიდებული ფეხბურთელია, ლაუტარო კი ახალგაზრდა ტალანტია, რომელსაც განვითარება კიდევ შეუძლია და მათ ერთად უძლიერესი დუეტის ჩამოყალიბება შეუძლიათ.

„ინტერის პოტენციალი ჩემპიონთა ლიგაზე ? თუ ნერაძური იმ დონეს შეინარჩუნებს, რომელიც მადრიდის რეალთან აჩვენა, გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია, შენ ეს უბრალოდ უნდა ირწმუნო და თითეულ მატჩში ბოლომდე დაიხარჯო. ნერაძურის აქვს ყველაფერი, რომ ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს.“