სელინო:“ტონალის იტალიაში დარჩენა სურს“

ბრეშას მფლობელმა განაცხადა,რომ ტონალის იტალიაში დარჩენა სურს და ბალოტელიმ გუნდს იმედები გაუცრუა.

ტონალი უკვე დიდი ხანია,რაც იუვენტუსის და ინტერის სატრანსფერო ბრძოლის საგანი გახდა და სელინოს თქმით,ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

„ჯერჯერობით ტონალის თაობაზე რამდენიმე ზარს ვუპასუხე,თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.

„იმ ყველაფრის შემდეგ,რაც მსოფლიოში მოხდა,ძნელია სატრანსფერო ფანჯარაზე ილაპარაკო,თუმცა იმედი მაქვს,რომ ტონალი იმ დონეზე გააგრძელებს თამაშს,როგორც აქამდე თამაშობდა და სიამოვნებას მიიღებს.


„ტონალის შეძენის სურვილი უამრავმა იტალიურმა და უცხოურმა გუნდმა გამოთქვა,თუმცა მას იტალიაში თამაში უნდა და ჩვენ მის აზრს გავითვალისწინებთ.მე გაცვლები არ მომწონს,ამიტომ მის სანაცვლოდ პირდაპირ ფულს მოვითხოვ.“

სელინომ რამდენიმე სიტყვა მარიო ბალოტელისთან დაკავშირებითაც თქვა.

„გუნდში უამრავი ფეხბურთელია,რომელიც დროულად მოდის სავარჯიშოდ,არაჩვეულებრივ ფორმაშია და ყოველ დღე ჟურნალ-გაზეთებში არ ჩდნება.

„ჩვენმა გუნდმა მის გასაფორმებლად დიდი ფინანსური მსხვერპლი გაიღო,ის ჩვენი დიდი იმედის ნაწილი იყო,თუმცა მან იმედები გაგვიცრუა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.