Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სელინო:“ ინტერი ტონალისთან მიმართებაში ძალიან შეცდა“

ბრეშას პრეზიდენტის, მასიმო სელინოს აზრით, ნერაძურიმ სანდრო ტონალიზე უარის თქმით დიდი შეცდომა დაუშვა.

„ინტერი სანდრო ტონალის ტრანსფერზე უარის თქმას ძალიან ინანებს. ბეპე მაროტას ის ძალიან უნდოდა და ვიცი, რომ ანტონიო კონტე მას აღმერთებს, თუმცა გუნდის მფლობელების გამო ტრანსფერი ძალიან გაიწელა, სანდროს კი თავისი მომავალის ცოდნა სურდა, რა დროსაც მილანი გამოჩნდა და ყველაფერი სწრაფად განვითარდა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მიხარია, რომ ტონალი მილანში გადავიდა, რადგან ის ბავშვობიდან მილანის გულშემატკივარი იყო და ვიცი, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის როსონერის მაისურის მორგება.

„ჩვენს აკადემიას ასეთი დიდი ტალანტი, როგორიც ტონალია, არასოდეს ჰყოლია. მე მისი შენარცუნება მსურდა, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ სერია ბ-ში დავქვეითდით, ეს მის პროგრესს შეაჩერებდა და ამასთან ერთად, პანდემიის შემდეგ ფინანსები გვესაჭიროებოდა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.