Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სელინო:“ ტონალის მხოლოდ მილანში სურდა“

ბრეშას პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სანდრო ტონალის ინტერთან შეთანხმება მართლაც ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც რადარზე მილანი გამოჩნდა, მას მხოლოდ როსონერიში გადასვლა სურდა.

„ვიცი, რომ ბეპე მაროტას და ანტონიო კონტეს სანდრო ტონალის ინტერში ხილვა ძალიან სურდათ და მის აგენტს ინტერთან შეთანხმებაც ჰქონდა.

„ტონალი დარწმუნებული იყო, რომ მომავალი სეზონიდან ინტერის ფეხბურთელი იქნებოდა, თუმცა დრო გადიოდა და ნერაძურისგან აღარაფერი ისმოდა.

„მას შემდეგ, რაც საქმეში მილანი ჩაერთო, სანდრომ სხვა ყველა ვარიანტი დაბლოკა. მილანის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და შეთანხმებას ძალიან მალე მივაღწიეთ.

„ტონალის მიმართ ინტერესი ბარსელონამ და მანჩესტერ სიტიმაც გამოიჩინეს, თუმცა სანდროს გული მილანს ეკუთვნის, ის ბავშვობიდან დიავოლოს გულშემატკივარი არის.“

ტონალი მილანში 1-წლიანი იჯარით გადავა, რის სანაცვლოდაც გუნდი 10 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდგომში კი 15 მილიონად მისი გამოსყიდვის უფლება ექნება, რასაც სხვადასხვა ბონუსებით 10 მილიონი დაემატება, სამედიცინო შემოწმებას ის უახლოეს დღეებში გაივლის.

„დიახ, ეს ციფრები სწორია. იანვარში ბარსელონას 65 მილიონიანი წინადადება  გავისტუმრეთ უარით, რამდენიმე დღის წინ კი მანჩესტერი 10 მილიონით უფრო მეტს გვთავაზობდა, ვიდრე მილანი, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მას მხოლოდ მილანში სურდა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.