Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სელმაკერსი:“ ჩვენი მიზანი მე-2 და მე-3 ადგილი არ არის“

მილანის ბელგიელმა ფეხბურთელმა ალექსის სელმეკერსმა ვენეციასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე გუნდის დახმარებას ვცდილობდი და ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება მოვახერხე.

„მწვრთნელის მუშაობამ და ჩემს მიმართ გამოცხადებულმა ნდობამ განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელშიც ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთს დაეხმაროს.

„ჩვენი მიზნები ? ამბიციური გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩვენ მე-2 ან მე-3 ადგილი არ გვსურს, ჩვენ პირველი ადგილი გვინდა და მის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“