Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სენსიმ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო…

ინტერის ნახევარმცველმა სტეფანო სენსიმ იტალიის ნაკრებში ვარჯიშის დროს კუნთის კიდევ ერთი ტრავმა მიიღო და მისი თამაში ევროპის ჩემპიონატზე გამოირიცხა.

გასულ სეზონში სენსიმ მოედანზე ტრავმების გამო მხოლოდ 594 წუთი გაატარა და იმედი ჰქონდა, რომ დაკარგულ დროს ნაკრებში აინაზღაურებდა, თუმცა სამწუხაროდ ის თამაშს ვერც აძურიში მოახერხებს.

ხვალ იტალიის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს გამართავს.