Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სენსის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

ინტერის ნახევარმცველის სტეფანო სენსის აგენტმა ბეპე რისომ ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

სენსი ინტერს 2020 წლის სექტემბერში სასუოლოდან, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით ტრავმების გამო თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ მოახერხა და მისი შესაძლო წასვლის შესახებ იტალიურ მედიაში ხშირად იწერებოდა.

„სტეფანო მილანში თავს ბედნიერად გრძნობს. სამწუხაროდ ტრავმებმა თავისი უდიდესი პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ მისცეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში ის თავის შესაძლებლობებს ყველას დაანახებს.“