Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სენსის დაბრუნების თარიღი ცნობილია

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტერმა სტეფანო სენსის პერსონალური მწვრთნელი დაუქირავა, რომ ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება აღარ გადაიდოს. წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელი კონტეს განკარგულებაში სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

25 წლის ფეხბურთელი ინტერს 2019 წლის ივლისში შეუერთდა და მას შემდეგ გაუთავებელი ტრავმების გამო თავისი მაქსიმუმის გამოვლენას ვერ ახერხებს.

მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და სასტარტო შემადგენლობაში თამაში მხოლოდ ერთხელ, ბენევენტოს წინააღმდეგ მოახერხა, რომელიც ინტერმა 5 – 2 მოიგო.

სენსის ამჟამად კუნთის ტრავმა აწუხებს და როგორც უკვე მოგახსენეთ, ის სანაკრებო პაუზის შემდეგ, დაახლოებით 15 დღეში დაბრუნდება.