Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სენსის საშინელი სტატისტიკა ინტერში…

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სტეფანო სენსი ინტერის მაისურით მოედანზე სამპდორიასთან მატჩში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ მუხლის ტრავმა მიიღო და მას მინიმუმ 1 თვე გაუცდება.

26 წლის ფეხბურთელი სასუოლოში ყოფნის დროს იტალიის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა და გასაკვირი არ არის, რომ ნერაძურიმ მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა სამწუხაროდ სენსის ტრავმების გამო თავისი პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ მიეცა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სტეფანო სენსიმ ინტერში გადასვლის დღიდან შესაძლო 105 მატჩიდან მხოლოდ 40-ში მიიღო მონაწილეობა და ტრავმების გამო ოფიციალურად 230 დღე გამოტოვა…