Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სენსის სერია ა-ში მსურველები მოუმრავლდნენ

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერის ნახევარმცველმა სტეფანო სენსიმ შესაძლოა ნერაძურის რიგები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

ნიკოლო სკირას ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის არენდით გაფორმებას სასუოლო, ჯენოა, სამპდორია, კალიარი და ფიორენტინა შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი მილანში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება და ინტერის წარმომადგენლებთან სენსის მომავალთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.