Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სენსი ინტერს ზამთარში დატოვებს ?

ინტერის ნახევარმცველი სტეფანო სენსი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და მას გუნდის დატოვება ზამთარშივე სურს.

სენსიმ, რომელიც ინტერს სასუოლოდან 2020 წლის სექტემბერში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ტრავმების გამო თავისი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა.

26 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში მოედანზე 169 წუთი გაატარა და Calciomercato-ს ინფორმაციით, მისი ყოფილი გუნდი სასუოლო, სადაც სენსიმ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა, მზად არის ფეხბურთელი 6-თვიანი არენდით გაიფორმოს.