Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერაფინი:“ იუვენტუსს დონარუმას გაფორმებისთვის საჭირო თანხა არ აქვს“

ჯიჯო დონარუმას მილანთან კონტრაქტის ამოწურვამდე 77 დღე დარჩა და რაც დრო გადის, მისი გუნდიდან წასვლა უფრო რეალური ხდება.

გუშინ მინო რაიოლა იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთ საგანი სწორედ დონარუმას იუვეში ტრანსფერი იყო, თუმცა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა სერაფინის აზრით, იუვეს დონარუმას გასაფორმებლად საჭირო თანხა არ აქვს.

„დონარუმაზე უკეთესი მეკარე სერია ა-ში არ არის, ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა, თუმცა იმ პირობების შეთავაზება, რასაც რაიოლა ითხოვს, ბევრი გუნდი ვერ მოახერხებს.

„იუვენტუსის ინტერესი დონარუმას მიმართ გასაკვირი არ არის, მაგრამ ჯიჯოს ხელფასის და რაიოლას საკომისიოს გათვალისწინებით, რომელიც 20 მილიონს ითხოვს, ბიანკონერის დონაუმას ტრანსფერი საბოლოო ჯამში 100 მილიონი დაუჯდება, რისი საშუალებაც იუვეს არ აქვს.

„ვფიქრობ, რომ ერთადერთ გუნდი, რომელსაც ამ ეტაპზე დონარუმასთვის 12 მილიონის გადახდა შეუძლია, ეს პსჟ-ა.“