Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერბული მედია: ფიორენტინა და ვლაჰოვიჩი შეთანხმებასთან ახლოს არიან

ფიორენტინა დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და სერბული მედიის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Sportam.info-ს მტკიცებით, ვლაჰოვიჩი ფიორენტინასთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო სეზონში 5.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

გამოცემის მტკიცებით, სერბი ფორვარდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო იქნება მითითებული.