Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სერესო:“ იუვეს მორატას სანაცვლოდ ფულის გადახდა მოუწევს“

მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ იუვეს მისი შენარჩუნება სურს, საკმაოდ დიდი ფულის გადახდა მოუწევს.

28 წლის ფეხბურთელი იუვეში სეზონის სტარტზე, იჯარის წესით დაბრუნდა და 8 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

„ალვარო ძალიან კარგი ბიჭია და ის ნამდვილად იმსახურებს იმ პოზიტიურ მომენტს, რომელიც ახლა უდგას.

„ის ატლეტიკოს ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. იუვეში ალვარო იჯარით არის და თუ იუვენტუსს მისი შენარჩუნება სურს, მათ ფულის გადახდა მოუწევთ.“