Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სერია ა გეგმა ‘ბ’-ზე მსჯელობს

სერია ა-ში მოხშირებული კორონა ვირუსის ფაქტების შემდეგ, კალჩოს წარმომადგენლები ჩემპიონატის ფორმატის შეცვლაზე მსჯელობენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ტურნირის პლეი-ოფის და უძლიერესი 8 გუნდის ფორმატით ჩატარებას განიხილავს.

იმ შემთხვევაში, თუ კორონა ვირუსის დადასტურებული ფაქტები კიდევ გაიზრდება, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იძულებული იქნება ტრადიციულ ფორმატზე უარი თქვას და იგივე ფორმულა გამოიყენოს, რაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილეთ.