Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია ა-ს მატჩებზე ქომაგების დასწრება შესაძლოა საერთოდ აიკრძალოს.

კორონა ვირუსის პანდემიის გართულებული სიტუაციის გამო, იტალიის მთავრობა ქომაგთა რაოდენობა 75 პროცენტიდან 50 პროცენტამდე უკვე შეამცირა, თუმცა დღიური დადასტურებული შემთხვევები მაინც არ იკლებს და სავარაუდოდ ძალიან მალე სტადიონებზე ქომაგების დასწრება აიკრძალება.

წყაროების ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და იტალიის მთავრობას შორის აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში გავიგებთ.