Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სერია ა:“ იუვე-ნაპოლი გეგმის მიხედვით გაიმართება“

სერია ა ადასტურებს, რომ იუვენტუსი ნაპოლი გეგმის მიხედვით გაიმართება და თუ რომელიმე გუნდი მოედანზე არ გამოცხადდება, მათ ავტომატურად წაგება ჩაეთვლებათ.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნეაპოლში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გუნდს ტურინში გამგზავრების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ იმ ფეხბურთელების გაშვების წინააღმდეგი არიან, რომლებიც ზელინსკისთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ახლო კონტაქტში იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ თუ გუნდს განაცხადში 13 ფეხბურთელი მაინც ჰყავს, მათ შორის ერთი მეკარე, ამ შემთხვევაში კლუბი თამაშზე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 3 – 0 წაგება ჩაეთვლებათ.