Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-მ მატჩების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

Lega Serie A-ს ოფიციალური განცხადების მიხედვით, კალჩოში რთული ეპიდემიური სიტუაციის მიუხედავად Serie A, Coppa Italia და Supercoppa გეგმის მიხედვით გაიმართება.

იტალიური ფეხბურთის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ადგილობრივი ჯანდავის წარმომადგენლები გუნდებს მატჩებზე მისვლას, როგორც ეს გასულ ტურში მოხდა, აღარ აუკრძალავს და უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებს, რომლის მიხედვითაც თუ გუნდს 13 ფეხბურთელი ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის ერთი მეკარე, ის ვალდებულია მატჩზე გამოცხადდეს.

გასულ ტურებში ჩაშლილ შეხვედრებს რაც შეეხება, გუნდებს, რომლებიც მატჩებზე ვერ გამოცხადდნენ, ტექნიკური მარცხი ჩაეთვლებათ, მაგრამ სავარაუდოდ ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და შეხვედრების გადათამაშება მოხდება.